ომბუდსმენი თანამშრომლებს კოვიდ საბუთის წარდგენის ვალდებულებას აკისრებს

28 აგვისტო 2021, 15:20 834 ნახვა

სახალხო დამცველის აპარატის ყველა თანამშრომელი ვალდებულია  სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან კვირაში ერთხელ, საკუთარი ხარჯით აღებული პსრ ტესტის უარყოფითი პასუხი წარადგინოს -  გადაწყვეტილება სახალხო დამცველმა მიიღო. ნინო ლომჯარიას განცხადებით, გადაწყვეტილება სახალხო დამცველის აპარატში უსაფრთხო გარემოს შექმნისა და იმ პირთა დაცვის მიზნით, მიიღო ვისთანაც აპარატის თანამშრომლებს ურთიერთობა აქვთ.

აღსანიშნავია, რომ კოვიდ საბუთის გარეშე აპარატის თანამშრომელი არ დაიშვება არც სამსახურში და არც სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად ოფისს გარეთ  ხოლო, გამოუცხადებლობა ჩაითვლება არასაპატიოდ. გამონაკლისის სახით გადაწყვეტილება არ ეხება იმ თანამშრომლებს, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვაქცინაზე სამედიცინო უკუჩვენება ან დროებითი უკუჩვენება აქვთ. 27 აგვისტოს მდგომარეობით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა 80% ვაქცინირებულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი