ფინანსურმა პოლიციამ უაქციზო სიგარეტი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

26 აგვისტო 2021, 10:15 1229 ნახვა

ფინანსური პოლიციის აჭარისა და გურიის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი გამოავლინეს.

დაკავებულია ორი პირი. მათ პროდუქციის შენახვა-გადაზიდვასა და საქონლის განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის გარეშე შენახვაში ადანაშაულებენ.

საუბარია სხვადასხვა დასახელების სიგარეტზე, რომელთა საბაზრო ღირებულება თითქმის 20 ათასი ლარია.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 6-დან 8 წლამდე პატიმრობა ელით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი