გახარიას გუნდის წარდგენა ბათუმში

25 აგვისტო 2021, 20:20 1502 ნახვა

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის აჭარაში მერობის, ბათუმში კი მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატები და სიის ათეული  დაასახელა.  კანდიდატების პრეზენტაცია ახალ ბულვარში,  ,, ამფი თეატრის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა. მერობისთვის  ბათუმში  ირაკლი მიქელაძე იბრძოლებს.  ქობულეთში კანდიდატად ირაკლი ბერიძე დასახელდა.  ხელვაჩაურში პარტია ,, საქართველოსთვის’’ არჩევანი ჯუმბერ ბერიძეზე  შეაჩერა. ქედაში  ელგუჯა ნაკაშიძე  დასახელდა, შუახევის  კანდიდატი შალვა გოგიტიძეა. ხოლო ხულოში გია აბულაძე იქნება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი