ეროვნული ლიგის მონაწილე ყველა გუნდში ვაქცინაცია დასრულდა

25 აგვისტო 2021, 11:42 898 ნახვა

4 სექტემბრიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გასამართ ყველა ლიგაში ასაკობრივი ლიგების გარდა,  ფეხბურთელები და ოფიციალური პირები დაიშვებიან მხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებული რომელიმე ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით აცრის შემთხვევაში, ანუ თუ ოფიციალურ მატჩამდე 48 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ.

ეროვნული ლიგის მონაწილე ყველა გუნდში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა დასრულდა – ინფორმაცია ეროვნული ლიგის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „ლოკომოტივის” სრულმა შემადგენლობამ.  პირველი დოზით აცრილია ეროვნული ლიგის ყველა ფეხბურთელი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი