50 ჩოგბურთელი იზოლაციაში გადავიდა

20 იანვარი 2021, 11:52 1031 ნახვა

50 ჩოგბურთელი, რომლებიც ავსტრალიის ღია პირველობის მასპინძელ ქალაქ მელბურნში, აბუ დაბისა და ლოს ანჯელესის რეისებით ჩავიდნენ, უმკაცრეს 14-დღიან იზოლაციაში გაუშვეს.   მიზეზი ჩარტერულ რეისებში მათთან ერთად მგზავრი ადამიანები გახდნენ, რომლებიც კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებულნი. ჩოგბურთელებს შორის არის ქართველი ჩოგანი ოქსანა კალაშნიკოვაც. სპორტსმენებს 14 დღის განმავლობაში აკრძალული აქვთ სასტუმროს ნომრის დატოვება. ამ პერიოდის განმავლობაში, მათთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ ველოტრენაჟორია. ავსტრალიის ღია პირველობა  ჩვეულებრივზე ორი კვირით გვიან  8 დან 21 თებერვლამდე გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი