კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა აჭარაში. რეგიონის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე კოვიდის მართვისა და რეკომენდაციების აღსრულების მექანიზმები და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს. ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გაფართოების მიზნით დაიგეგმა ყველა მუნიციპალიტეტის სოფლებში მთაში გამსვლელი ბრიგადების მობილიზება.