უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 30 წლისთავს აღნიშნავს

24 აგვისტო 2021, 11:44 1361 ნახვა

უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 30 წლის თავს აღნიშნავს. ქვეყანამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა.

საზეიმო ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით ორი დღის წინ დაიწყო და დღეს დასრულდება.

კიევში სამხედრო აღლუმი გაიმართება, ჩატარდება ორი კონცერტიც. მუსიკალურ ნაწარმოებს იტალიელი ტენორი ანდრეა ბოჩელი შეასრულებს.

საზეიმო ღონისძიებები ცენტრალურ არხებზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი