აჭარაში მობილიზებულია რესურსი საველე ჰოსპიტლისთვის, საჭიროების შემთხვევაში მოხდება მისი ამოქმედება - ეკატერინე ტიკარაძე

23 აგვისტო 2021, 16:34 2749 ნახვა

აჭარის მასშტაბით გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ 368 პირს დაუდასტურდა, ვირუსით გარდაიცვალა 5.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კრიტიკულ ზღვარზეა მძიმე პაციენტების მიღების რესურსი. რამდენიმე პაციენტი გასული დღე-ღამის განმავლობაში სხვა რეგიონში გადაიყვანეს. 

მძიმე მდგომარეობის გამო აჭარაში საველე ჰოსპიტალის გახსნაც იგეგმება.

"ამ ეტაპზე თბილისში და ბათუმში არის განსაკუთრებით კრიტიკული მდგომარეობა. გუშინ აჭარის რეგიონსა და იმერეთში ჩვენ შევძელით პაციენტების გადაყვანა მათი, ვისაც ესაჭიროებოდა ჰოსპიტალიაზაცია.

საჭიროების შემთხვევაში აჭარაში მობილიზებულია რესურსი საველე ჰოსპიტლისთვის და 48 საათში მოხდება მათი გამართვა თუ მსგავსი გახდება საჭირო"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ეპიდვითარება რეგიონში რჩება მძიმე, მაგრამ სტაბილური.

მისივე თქმით, პაციენტების მოძრაობა ჰოსპიტლებში არის ინტენსიური ხასიათის. რუტინულად ხდება როგორც გაწერა, ასევე ახალი ნაკადის მიღება, შესაბამისად ეს პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს.

ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ რეგიონის მასშტაბით ყველა სამედიცინო დაწესებულება ჰიბრიდულ რეჟიმზე მუშაობს, პაციენტების მომსახურებაში ჩართულია 25 სასტუმრო.

"პაციენტების მოძრაობა ჰოსპიტლებში არის ინტენსიური ხასიათის. რუტინულად ხდება როგორც გაწერა, ასევე ახალი ნაკადის მიღება, შესაბამისად ეს პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს.

რეგიონს გარეთ პაციენტების გაყვანა შესაძლოა ხდება, ისევე როგორც სხვა რეგიონებიდან პაციენტების მიღება, ეს უწყვეტი პროცესია.  კატასტროფის და 112 სამსახური ერთიანი სამსახურია და ადგილების მოძიება ხდება მთლიანად ქვეყნის მასშტაბით. პაცინტებისთვის სერვისი მიწოდება არის პრიორიტეტი და რომ არ მოხდეს დაყოვნება შესაბამისად მუშაობს ეს სქემა"-განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

მისივე თქმით, ვაქცინაციის ტემპი ყოველდღიურად მზარდია. ამ ეტაპზე ვაქცინის 117 ათას დოზაზე მეტია ადმინისტრირებული და მოსახლეობის 25%-მეტია ვაქცინირებული. სამინისტრო ამ კვირიდან გეგმას გასვლით ვიზიტებს, რომ უფრო მეტი მოქალაქე იყოს აცრილი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი