დღეს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა

21 აგვისტო 2021, 15:10 938 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა. პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ხსოვნას მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში პატივი წუთიერი დუმილით  მიაგეს და მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს. გენერალის ნეშტის საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოსვენების თემაზე მუშაობა პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო.

გენერალი მშობლიურ მიწას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს მიაბარეს.გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო.1918-21 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი