გრიგოლეთში ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო

21 აგვისტო 2021, 13:49 1507 ნახვა

გრიგოლეთში, სასტუმრო "ანდამატთან" ახლოს, ზღვაში 36 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო. სანაპიროს სამაშველო ჯგუფმა კაცი ზღვიდან გამოიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცის გადასარჩენად სასწრაფოს დაურეკეს, თუმცა მიუხედავად პირველადი დახმარების გაწევის მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ტალღებში შევიდა, გაცდა ამკრძალავ ნიშნულს და გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო სასწრაფო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში