საველე ჰოსპიტლები ცუდი სცენარის ფინალი იქნება

19 აგვისტო 2021, 20:40 1124 ნახვა

წლის მონაცემებით, კორონავირუსით დღეს ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის სექტორში ეპიდვითარების საგანგაშო მაჩვენებელზე საუბრობენ და ამბობენ, რომ გარდაცვალების მატება შესაძლოა მომდევნო დღეებშიც დაფიქსირდეს. ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის ფონზე, ჰოსპიტალები გადატვირთულია. ახლა ეპიდემიოლოგები 12 წელს ზევით მოზარდების აცრის აუცილებლობაზეც საუბრობენ, რაც შესაძლოა შემოდგომიდან დაიწყოს.

საბოლოო გადაწყვეტილებისთვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნას ელოდებიან. სპეციალისტები რეგულაციების ზედმიწევნით დაცვის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას. საჭიროების შემთხვევაში საველე ჰოსპიტალს აჭარაშიც დაამატებენ. თბილისის შემდეგ , ინფიცირების მაღალი მაჩვენებლით სწორედ აჭარა ლიდერობს.

რეგიონის კლინიკებში  938 პაციენტი მკურნალობს, მათგან 16-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. 39   კოვიდ ინფიცირებული ორსული წევს  ბათუმის სამშობიარო სახლში, მათგან 4 ის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენის კი მსუბუქი მიმდინარეობის.  ხვალიდან    კოვიდ ინფიცირებული პაციენტებისთვის ჯანდაცვის სექტორი კიდევ  88 საწოლს ამატებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი