ოზურგეთის მერობის კანდიდატად "ქართულმა ოცნებამ" ავთანდილ თალაკვაძე წარადგინა

19 აგვისტო 2021, 14:51 929 ნახვა

ოზურგეთის მერობის კანდიდატად "ქართულმა ოცნებამ" ავთანდილ თალაკვაძე წარადგინა.

პრემიერის განცხადებით, ავთანდილ თალაკვაძეს აქვს ამბიცია, რომ ოზურგეთი გახდეს საუკეთესო მუნიციპალიტეტი საქართველოში და მას ჯერა, რომ ის იქნება საუკეთესო მერი ქვეყნის მასშტაბით.

" როცა წარმატებული, ახალგაზრდა კაცი მიიღებს გადაწყვეტილებას დაუბრუნდეს საკუთარ მშობლიურ მხარეს, მიატოვოს წარმატებული კარიერა თბილისში ეს რა თქმა უნდა არის სიყვარულით და თავდადებით ნაკარნახები"- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა ოზურგეთში განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზეც ისაუბრა.

"გურულებს შრომა არ ეზარებათ და სწორედ თქვენი, მშრომელი ხალხის დამსახურებაა, რომ დაიწყეთ ახალი, ინოვაციური პროექტების განხორციელება. სულ რაღაც სამ-ოთხ წელიწადში გაშენდა 300 ჰექტარზე მეტი ლურჯი მოცვის ბაღები. მთავრობამ აქტიურად დაიწყო ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა. უკვე რამდენიმე წელიწადია, ვეხმარებით. 120 ჰექტარზე მეტი ჩაის პლანტაციების აღდგენა მოხერხდა და ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ მეტს გავაკეთებთ, კიდევ მეტ შეღავათიან პროგრამას შევთავაზებთ ჩვენს მოქალაქეებს.

ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ოზურგეთში. ძალიან ბევრი, ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა ბოლო რვა წლის განმავლობაში ცენტრალური მთავრობის მიერ, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებშიც. ოზურგეთს წელს შეემატა ერთ-ერთი მართლაც გამორჩეული, სამაგალითო, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი, რომლის რეაბილიტაცია, სრული აღდგენა დააფინანსა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართუ ფონდმა“. მადლობა კიდევ ერთხელ“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი