კომისიის წევრების არჩევა ხელვაჩაურის ოლქში

15 აგვისტო 2021, 12:25 1210 ნახვა

ხელვაჩაურის #83 ოლქში კომისიის წევრების შერჩევა დაიწყო, სულ 46 უბანი უნდა დაკომპლექტდეს და 368 კომისიის წევრი შეირჩეს.  კენჭისყრაში " პროტესტის ნიშნად ნაციონალური მოძრაობის " წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ. სხდომის დაწყებამდე პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომისიის წევრები მმართველი პარტიის ნაკარნახევ წევრებს ირჩევენ,  წარმოადგინეს  ფოტო მასალაც და ირწმუნებიან, რომ ფოტოებში პოლიტიკური მიკერძოებულობა ჩანს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საქმის სასამართლოში გაგრძელებას გეგმავენ. ბრალდებებს უპასუხა 83-ე უბნის თავმჯდომარემ და განმარტა, რომ შენიშვნას ოფიციალური მიმართვის შემდეგ განიხილავენ. კომისიის წევრობის სურვილი განცხადებით სულ 407-მა ადამიანმა გამოთქვა, აქედან 389-ის განცხადების განხილვა დღეს დაიწყო და კანონმდებლობიდან გამომდინარე 19 აგვისტომდე უნდა დასრულდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი