''თალიბანი'' ავღანეთის ტერიტორიის 65%-ს აკონტროლებს

12 აგვისტო 2021, 14:36 1180 ნახვა

რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“აიღო ქალაქი ღაზნი, რომელიც ავღანეთის დედაქალაქ ქაბულიდან 150 კილომეტრზე მდებარეობს. ღაზნი ავღანეთის მეათე პროვინციის დედაქალაქია, რომელზეც თალიბებმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კონტროლი დააყარეს.

რადიკალური მოძრაობა ავღანეთის ტერიტორიის  უკვე 65%-ს აკონტროლებს. 

400 ათას  ავღანელს იძულებით გადაადგილება მოუწია ბოლო თვეების განმავლობაში, ასევე გაიზარდა ირანში გაქცეული ადამიანების რიცხვი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში