 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            ვლადიკავკაზის საავადმყოფოს ჟანგბადის მისაწოდებელი მილის დაზიანების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სოსლან თებიევმა განაცხადა. მისი თქმით, ერთი ადამიანის გარდაცვალება უშუალოდ ავარიას არ უკავშირდება. სიკვდილის მიზეზი თრომბოემბოლია გახდა.
9 აგვისტოს საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ, ჟანგბადის მისაწოდებელი მილი დაზიანდა და ჟანგბადის მიწოდება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფ პაციენტებს შეუწყდათ. 10 გარდაცვლილი პაციენტი ჟანგბადთან ერთად, ხელოვნურ ვენტილაციაზეც იყო დამოკიდებული.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            