4719 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

10 აგვისტო 2021, 11:40 771 ნახვა

4 719 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო და 1 მოქალაქე დააკავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა.

უწყების  ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას მიაგნეს „მაკ“-ის, „მანჩესტერის“-ის, „2005“-ის, „ოსკარი“-ის და „მალბორო“-ს, დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომელთა საერთო ღირებულება 20 763 ლარია.

დანაშაული 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი