‘’ერთი დღე ჩვენს გარემოს’’ - დასუფთავების აქცია ბათუმში. 20-ზე მეტი მოხალისე ბათუმის სანაპირო ზოლს ნარჩენებისგან ასუფთავებს. პროექტს ორგანიზაცია ‘’ჰელფინგ ჰენდი’’ ახორციელებს და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით 200-ზე მეტი მოხალისეა ჩართული.
გარემოს დაცვითი სხვადასხვა აქტივობა სექტემბრამდე გაგრძელდება.
სანაპიროს დასუფთავების აქციას ორგანიზაცია ბათუმის მერიასთან ერთად ახორციელებს.