''ფაიზერის'' ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დაიწყო

10 აგვისტო 2021, 11:04 1783 ნახვა

„ფაიზერის“ ვაქცინით მეორე დოზაზე რეგისტრაცია დღეს, 10 აგვისტოს დაიწყო - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. აცრის პროცესი კი 15 აგვისტოდან იქნება შესაძლებელი.

რეგისტრაცია შეუძლიათ 16 წლის და უფროს საქართველოს მოქალაქეებსა და რეზიდენტებს, https://booking.moh.gov.ge/-ზე. 

მოქალაქეებს ასევე საშუალება აქვთ დარეკონ ნომერზე 15 22 და ვიზიტი კონსულტანტის საშუალებით დაჯავშნონ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი