„ფაიზერის“ მეორე დოზებზე რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება

09 აგვისტო 2021, 14:22 1827 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, „ფაიზერის“ მეორე დოზებზე რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება.

თამარ გაბუნიას თქმით, ემატება როგორც ამცრელი ბრიგადების რაოდენობა, ასევე ღია სივრცეები, სადაც დარეგისტრირებულ პირებს ვაქცინის გაკეთება შეეძლებათ.

'' ემატება ამცრელი ბრიგადები როგორც თბილისში, ასევე სხვა რეგიონებში. კარგი იყო ბოლო სამი დღის განმავლობაში მოცვა. საშუალო მაჩვენებელი უკანასკნელი 3-4 დღის მანძილზე, დღის განმავლობაში, 20 ათასი იყო. ვფიქრობთ, კიდევ უფრო მეტად მოხერხდება ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება. იხსნება კიდევ დიდი სივრცეები და 15 აგვისტოდან მეორე დოზებზეც გაიხსნება რეგისტრაცია „ფაიზერით“ ვაქცინისთვის. ამ კვირაში დაზუსტდება რეგისტრაციის პირობები“, - განცხადა გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი