ახალი მთავრობის ნდობის გამოცხადების პროცედურები პარლამენტში

23 ნოემბერი 2016, 00:00 3590 ნახვა

განახლებულ მინისტრთა კაბინეტს პარლამენტი ნდობას, სავარაუდოდ, შაბათს რიგგარეშე სესიაზე გამოუცხადებს. პროცედურები პარლამენტში უკვე დაწყებულია. დეპუტატები კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე დარგობრივი მიმართულების მინისტრობის კანდიდატებს ხვალ მოუსმენენ, რის შემდეგაც მთავრობის ახალი შემადგენლობა შეხვედრებს საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობისა და ფრაქცია ,,პატრიოტთა ალიანსის” ფორმატში გამართავს. ,,ქართულ ოცნებაში” სამთავრობო გუნდის განახლებულ შემადგენლობას ნდობას უცხადებენ და მიიჩნევენ, რომ მინისტრთა კაბინეტის ეს შემადგენლობა ქვეყნის წინაშე არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს უპასუხებს. 

ამავე კატეგორიაში