გენშტაბის უფროსის პოსტზე დღეს ვლადიმერ ჩაჩიბაიას პირველი სამუშაო დღე აქვს. საქართველოს სეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მეთაურობის უფელბამოსილების გადაბარების ცერემონიალი დღეს ვაზიანში გაიმარათა. ვლადიმერ ჩაჩიბაიას თანამდებობაზე დანიშვნის განკარგულებას ხელი პრეზიდენტმა გუშინ მოაწერა. ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გენშტაბის უფროსის თანამდებობაზე ვახტანგ კაპანაძე შეცვალა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. კაპანაძე მუშაობას ნატო-ში გააგრძელებს.