ზედა ახალშენისა და ჯიბინაურის მოსახლეობა სასმელ წყალს ითხოვს. დღეს მათ აქცია გამართეს და ხელვაჩაურის მერია უყურადღებობაში დაადანაშაულეს.
ამბობენ, რომ წყლის ავზი და ჭაბურღილი სოფელში გასულ წელს მოაწყვეს, თუმცა ახალი ქსელით დღემდე არ უსარგებლიათ. დახმარებისთვის ხელვაჩაურის მერიას არაერთხელ მიმართეს, მაგრამ ამაოდ. ამ დრომდე კვლავ ძველი, მათ მიერ მოწყობილი ავზებითა და წყაროს წყლით სარგებლობენ.
მერიას უხარისხო წყლის სისტემის მოწყობასა და კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი მიშა ბოლქვაძე. მისი თქმით, დაზიანებულია მილები, თუმცა მუნიციპალიტეტს კომპანიისთვის, რომელსაც სამუშაოებში 300 ათასამდე ლარი გადაუხადა, სისტემის გამართვა არ მოუთხოვია. ხელვაჩაურის მერიაში კრიტიკას არ პასუხობენ.