ლუკაშენკო ქვეყნის საზღვრების დაცვას აძლიერებს

05 აგვისტო 2021, 14:01 756 ნახვა

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს დავალებით  უსაფრთხოების ძალები  ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის დაცვას აძლიერებენ. 

”ამიერიდან ბელარუსის ტერიტორიაზე მეზობელი მხრიდან ფეხი არავინ უნდა შემოადგას, არც სამხრეთიდან, არც დასავლეთიდან,” - განაცხადა ბელარუსის ლიდერმა. მანამდე ბელარუსმა მესაზღვრეებმა ლიეტუვის საზღვართან სავარაუდოდ არალეგალი მიგრანტი  მძიმე მდგომარეობაში იპოვეს.

პირველადი დახმარების აღმოჩენის დროს ის გარდაიცვალა. ლიეტუვის ხელისუფლება აზიელ და აფრიკელ უკანონო მიგრანტებს სამშობლოში დაბრუნების სანაცვლოდ თანხას სთავაზობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში