ბათუმსა და თბილისში შემთხვევების თითქმის 100% ''დელტა შტამია'' - პაატა იმნაძე 

05 აგვისტო 2021, 14:08 1035 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, ბათუმსა და თბილისში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თითქმის 100% ''დელტა შტამია'' ხოლო მთლიანად საქართველოში მაჩვენებელი 80%-მდე მერყეობს. 

პაატა იმნაძის თქმით, ''დელტა +''-ის  ათამდე შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული.

''როცა ამდენი პაციენტია ვერ ხერხდება ყველა შემთხვევის გენეტიკური სეკვერინება. ამიტომ სხვა მეთოდებსაც ვიყენებთ. ამ ეტაპზე სიტუაცია შემდეგია, თბილისსა და ბათუმში უკვე მთლიანად ,,დელტა შტამი'' ტრიალებს'' - განაცხადა პაატა იმანძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი