ინფიცირებულთა ზრდას ტურიზმს ვერ დავაბრალებთ, მთავარი „ბუსტერი“ არის ქორწილი, დიდი თავშეყრა - თამარ გაბუნია

05 აგვისტო 2021, 14:02 2335 ნახვა

თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდსიტუაციის გავრცელებას ტურიზმის გააქტიურებას ვერ დააბრალებენ.

მისივე განცხადებით, მთავარი ,,ბუსტერი'' არ არის ტურიზმი, არამედ ქორწილები და დიდი თავშეყრებია.

"კონტაქტების გამოკვლევა როცა კეთდება ეს არ არის ტურისტიდან გამომდინარე, ეს არის სწორედ ამ ღონისძიებებიდან გამომდინარე"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, დღეს რაც ღონისძიებები იმართება, იმართება წესების დაცვით. მათ შორის ფესტივალები.

"მთავარი რისკი არის იქ, სადაც წესების დაცვა არ ხდება და ეს იწვევს ინფექციის გავრცელებას. თორე რაც დაგეგმილია წინასწარ, ადამიანების რიცხვი განსაზღვრულია და ხდება წესების დაცვა, რომელიც  ,,ბუსტერს'' არ ქმნის. უკონტროლო გავრცელება არის იქ, სადაც არის გარკვეულად ოჯახური თავშეყრა და წესების დაცვა არ ხდება"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრი ამბობს, რომ არაუცილებელი კონცერტები მიმდინარე პერიოდში ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას, ამდენად ამ ტიპის ღონისძიებების გადადება თავად ორგანიზატორების მხრიდან იქნება დიდი დახმარება ეპიდემიის მართვის კუთხით.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ფესტივალების გაუქმების რეკომენდაციით მათ საბჭოს უკვე მიმართეს.

მისივე განცხადებით კიდევ რა იყო მათი რეკომენდაცია, ამაზე დეტალურად ვერ ისაუბრებს, თუმცა ასეთი საკმაოდ ბევრი იყო.

"რეკომენდაციების ნაწილი შეეხებოდა აცრების ინტენსივობის ზრდას, ბევრი რამ იქნება დარწმუნებული ვარ გათვალსიწინებული. დავალება მიეცა ჩვენს ცენტრსა და სამინსიტროს, რომ შეიმუშაონ რამდენიმე სცენარის ვერსია. სამშაბათს განიხილავს საკოორდინაციო საბჭო და მიიღებს გადაწყვეტილებას"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი