საქართველო ბელგიისგან საჩუქრად "ასტრაზენეკას" 86 400 დოზას მიიღებს

04 აგვისტო 2021, 20:26 819 ნახვა

ბელგია საქართველოს საჩუქრად კორონავირუსის საწინააღმდეგო "ასტრაზენეკას" ვაქცინის 86 400 დოზას გადმოსცემს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში მადლობას უხდის ბელგიის მთავრობას საჩუქრისთვის.

„მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგა სოფი ვილმესს და ბელგიის მთავრობას საქართველოსთვის გამოყოფილი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 86 400 დოზისთვის.

თქვენი მხარდაჭერა პანდემიის რთულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, - წერს დავით ზალკალიანი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი