შარლ მიშელის დოკუმენტის შედეგია, რომ გარკვეულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქუჩაში ვერ გადაიტანეს პროცესები და დაკარგეს დესტაბილიზაციის რესურსი - პრეზიდენტი

03 აგვისტო 2021, 20:23 1327 ნახვა

შარლ მიშელის დოკუმენტის შედეგია, რომ გარკვეულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქუჩაში ვერ გადაიტანეს პოლიტიკური პროცესები, დაკარგეს დესტაბილიზაციის რესურსი და ხელის არმოწერით განიცადეს ერთგვარი მარგინალიზაცია - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტმა 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმომწერ ოპოზიციურ პარტიებს მადლობა გადაუხადა.

"გუშინ მოვუსმინე ყველას და მინდა აღვნიშნო იმ პარტიების პასუხისმგებლობით აღსავსე დამოკიდებულება, რომლებიც ამ შეთანხმების საფუძველზე შევიდნენ პარლამენტში, იმუშავეს და დღესაც მუშაობენ. ქმნიან მოდელს ან მოდელის საწყისს, თუ როგორი უნდა იყოს დეპოლარიზებული ქართული პოლიტიკური სპექტრი. ყოველ მათგანს მინდა ამისთვის მადლობა გამოვუცხადო.

მეც ვიზიარებ მათ შეხედულებას, რომ დოკუმენტმა მისი პირველადი დანიშნულება შეასრულა. კრიზისი დაასრულა, მრავალპარტიული პარლამენტი შედგა და პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩიდან გადაინაცვლა პარლამენტში. მივიღეთ ახალი საარჩევნო კოდექსი. იმედი მაქვს, ბარიერის დაწევის შეთანხმებაც შესრულდება, რაც ახალი პარტიების გამოჩენის წინაპირობაა.

ამ დოკუმენტი შედეგია, რომ გარკვეულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქუჩაში ვერ გადაიტანეს პოლიტიკური პროცესები, დაკარგეს დესტაბილიზაციის რესურსი და ხელის არმოწერით განიცადეს ერთგვარი მარგინალიზაცია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი