ახალი მთავრობა შესაძლოა კვირის ბოლომდე დამტკიცდეს

22 ნოემბერი 2016, 00:00 2078 ნახვა

მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამის მოსმენა პარლამენტში 24 ნოემბრიდან დაიწყება. მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს უკვე წარედგინა. მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პლენარულ სხდომაზე 26 ნოემბერს გავა. პარლამენტს პრეზიდენტისთვის მიმართვა მოუწევს, რადგან ამ დღეს რიგგარეშე სხდომის მოწვევა გახდება საჭირო. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით 24 ნოემბერს ყველა საპარლამენტო კომიტეტი შესაბამისი პროფილის მინისტრს მოუსმენს. 25 ნოემბერს მთავრობის შემადგენლობის მოსმენა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებისა“ და უმცირესობისა და უმრავლესობის ფორმატში გაიმართება. 

ამავე კატეგორიაში