ბათუმში არც ერთი საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტი არ შეჩერებულა - არჩილ ჩიქოვანი

03 აგვისტო 2021, 15:44 1067 ნახვა

დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. ინფორმაციას ბათუმის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

,,ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით მინდა განვმარტო, რომ ბათუმის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს როგორც საგზაო, ასევე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები. არც ერთი საინვესტიციო და არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ შეჩერებულა, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის და აისახება ეკონომიკურ ზრდაზე“- განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი