ბათუმის საკრებულოს სხდომა

03 აგვისტო 2021, 14:59 1209 ნახვა

თვითმმართველობის არჩევნებისთვის სააგიტაციო მასალებისთვის ადგილები გამოიყო - გადაწყვეტილება დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

ასევე განისაზღვრა ობიექტი, სადაც საარჩევნო სუბიექტები შეხვედრებს გამართავენ.

დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე ასევე ისაუბრეს: “იაფი სახლის“ პროექტის დასრულებაზე, რომლის ფარგლებშიც პირველ ეტაპზე 40 ბენეფიციარს გადაეცემა საცხოვრისი გამოსყიდვის უფლებით.

სხდომას ესწრებოდა ბათუმის მერი რომელმაც დეპუტატების კითხვებს უპასუხა. საკრებულოს სხდომაზე სულ 15 საკითხზე იმსჯელეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი