ირანს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

03 აგვისტო 2021, 14:06 638 ნახვა

ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ჰამენეიმ იბრაჰიმ რაისი ქვეყნის პრეზიდენტად დაამტკიცა. ინაუგურაცია 5 აგვისტოს გაიმართება.

ირანის მეჯლისის პრეზიდიუმის წარმომადგენელის  განცხადებით,  ინაუგურაციის ცერემონიას 73 სახელმწიფოს 115 წარმომადგენელი დაესწრება, რომელთა შორისაა 10 პრეზიდენტი, 20 პარლამენტის სპიკერი, 11 საგარეო საქმეთა მინისტრი, 10 სხვა მინისტრი, პრეზიდენტის დესპანები, ასევე საპარლამენტო დელეგაციები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში