დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, თუ ჩვენ აგვისტოში სულ მცირე 600 000 აცრას გავაკეთებთ, საუკეთესო შემთხვევაში კი მილიონს, ვირუსის გავრცელებას სერიოზულად შევაკავებთ და შემოდგომის პერიოდში შევალთ შედარებით კარგი მდგომარეობით.
მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში დღიურად 15 000 აცრა კეთდება, რისი გაორმაგებაცაა საჭირო.
"თუ ჩვენ გავაკეთებთ თვეში მილიონ აცრას, სერიოზულად შევაკავებთ და შევალთ შედარებით კარგი მდგომარეობით შემოდგომის პერიოდში, მაგრამ თუ გავაკეთებთ 800 000 ესეც ძალიან კარგი იქნება. მისაღები და ჩემი პირადი სამიზნეა აგვისტოში გავაკეთოთ 600 000 აცრა, რაც ყველანაირად მიღწევადია და ამისთვის საჭიროა აცრების დღიური მაჩვენებელი 20 - 22 ათასამდე ავწიოთ. ამის ყველანაირი მოცემულობა არსებობს."- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.