პენსიონერებისთვის სესხის საპროცენტო განაკვეთმა, კიდევ უნდა დაიწიოს - ირაკლი ღარიბაშვილი

02 აგვისტო 2021, 11:54 1587 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პენსიონერებისთვის სესხის საპროცენტო განაკვეთმა, კიდევ უნდა დაიწიოს. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ამ მიზნით შეიქმნა უწყებათაშორისი სახელმწიფო კომისია, რომელსაც ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს.

„მინდა, მოსახლეობას ერთგვარი ანგარიში ჩავაბარო. პარლამენტში დაისვა საკითხი მტკივნეულ თემაზე, რომელიც აწუხებს ჩვენს პენსიონერებს - არის მაღალი საპროცენტო განაკვეთები. ჩვენ ამის თაობაზე არაერთი შეხვედრა გავმართეთ. მეც მქონდა პირადად ბანკის ხელმძღვანელობასთან საუბარი და შევთანხმდით, რომ შეიქმნებოდა საპარლამენტო კომისია. მე ეს დაპირება გავეცი პარლამენტში ერთი თვის წინ.

შესაბამისი განკარგულება გამოვეცი 28 ივლისს, შევქმენით უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც ვიცე-პრემიერი, ბატონი ლევანი (დავითაშვილი) უხელმძღვანელებს. მოვიწვიეთ პარლამენტის წევრებიც, რომლებიც ჩაერთვებიან აღნიშნული კომისიის მუშაობაში. ბუნებრივია, ჩართული იქნება ფინანსთა მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი და ჩვენ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ და გამოვნახოთ გამოსავალი უახლოეს პერიოდში. შედარებისთვის, 2012 წელს, როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, პენსიონერებისთვის საბანკო სესხის პროცენტი 100-120%-ს შეადგენდა. წარმოიდგინეთ, რამხელა სხვაობა იყო და ახლა არის 35%, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. კიდევ უნდა დაიწიოს პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურებამ და ამ გადასახადმა. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი