აჭარა ოთარ მიქელაძეს გამოემშვიდობა

01 აგვისტო 2021, 18:10 2694 ნახვა

აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „ არსიანის“ დირექტორი ოთარ მიქელაძე უკანასკნელ გზაზე გააცილეს. ანსამბლის წევრებმა იგი 100 სანთლით და ტაშით იმ სცენიდან გააცილეს სადაც ანსამბლი ემზადებოდა და კონცერტებს მართავდა. მის ხსოვნას პატივი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ქორეოგრაფიული საზოგადოების წარმომადგენლებმა მიაგეს.

იგი  იყო საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ბრწყინვალების ორდერინის კავალერი. საქართველოს კულტურის სამინისტროს ქურუმის წოდების მფლობელი. ასევე ოთარ მიქელაძე იყო ბათუმის საპატიო მოქალაქე.   

ოთარ მიქელაძე ანსამბლს 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა. მის სახელს უკავშირდება ანსაბლის მუზეუმის გახსნა. დოკუმენტური ფილმის „დაარსებიდან დღემდე“  შექმნა. ფილმი ანსაბლის 95 წლისთავს მიეძღვნა.  სწორედ მისი ხელმძღვანელობის დროს ანსამბლს აკადემიური სტატუსი მიენიჭა და დაერქვა არსიანი. გაიხსნა ანსამბლის ვარსკვლავიც. ანსამბლს არაერთი საერთაშორისო წარმატება და აღიარება ჰქონდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი