თვითმმართველობის არჩევნების დაწყებამდე სულ მცირე დრო რჩება, 3 აგვისტოდან ოფიციალურად დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია.
ძალაში იქნება რამდენიმე რეგულაცია, მაგალითად: დაუშვებელია ამომრჩევლის მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, სააგიტაციო მასალის განთავსებაში ხელის შეშლა, პარტიების ნაწილმა კანდიდატები უკვე წარადგინა, ნაწილი კი კონსულტაციების რეჟიმშია.