საქართველო ხვალ „ფაიზერის“ ვაქცინის 168 000 დოზას მიიღებს

30 ივლისი 2021, 13:07 1097 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით დღეს 161 დაწესებულება აწარმოებს აცრებს, 380 ბრიგადით.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, გუშინ ღამით, დაემატა კიდევ 28 ამცრელი ბრიგადა "ფაიზერზე", ძირითადად აჭარასა და რეგიონებში.

მისივე თქმით, საქართველოში ხვალ დამატებით "ფაიზერის" 168 000 დოზა შემოვა და დაემატება ბრიგადებიც.

გამყრელიძის თქმით, იმისათვის რომ მოსახლეობა მასობრივად აიცრას, დღეს ქვეყანაში  2 მილიონამდე სხვადასხვა ვაქცინის დოზა არის.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, აქამდე „ფაიზერით“ ვაქცინაცია ტარდებოდა ჰოსპიტალურ დაწესებულებებში. დღეს უკვე არის იმის შესაძლებლობა, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაცია შესაძლებელია ჩატარდეს ამბულატორიულ დაწესებულებებშიც.

„მისი რაოდენობიდან გამომდინარე, ასევე მიღებული გამოცდილებიდან და აცრების შემდეგ გვერდითი რეაქციების გათვალისწინებით, რომ განსაკუთრებით სწრაფად დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები არის მინიმალური, „ფაიზერით“ ვაქცინაცია შესაძლებელია ჩატარდეს ამბულატორიულ დაწესებულებებშიც."- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, რაიონული ცენტრის დაწესებულებებს ასევე დაევალებათ, რომ მოიცვან სოფლის მოსახლეობა ვაქცინაციით. გაბუნიას განმარტებით, ამ შემთხვევაში საუბარია სოფლებში „სინოვაკით“ და „სინოფარმით“ აცრების გაფართობაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი