კონგრესმენების ერთობლივი წერილია

30 ივლისი 2021, 10:05 905 ნახვა

“ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება საქართველოს დემოკრატიის წინაშე არსებულ გამოწვევებს უსვამს ხაზს”— ასე ფიქრობენ ამერიკელი კონგრესმენები შეთანხმების ანულირებაზე.

ადამ კინზინგერმა და ჯერი კონოლმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ იმედგაცრუებულები არიან. ისინი ყველა მხარეს მოუწოდებენ, გადადგან ნაბიჯი უკან, გადახედონ თავიანთ პრიორიტეტებს და ერთად იმუშაონ საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებაზე, მისი დანგრევის ნაცვლად.

განმარტავენ, რომ მხოლოდ საკანონმდებლო პროცესის შედეგად შეიძლება გადაწყდეს მართვის რთული საკითხები. ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ დახმარებისთვის

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი