კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში 197 მილიონს აჭარბებს

30 ივლისი 2021, 10:03 947 ნახვა

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში 197 მილიონს აჭარბებს. ქვეყნები ე.წ. დელტა შტამის სწრაფად გავრცელების გამო ახალ რეგულაციებს აწესებენ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვაქცინირებული პირებისთვის წახალისების მიზნით მოქალაქეზე 100 დოლარის გადახდის ინიციატივით გამოდის.

ისრაელი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც 60 წელს გადაცილებულ პირებს ვაქცინის მესამე დოზას შესთავაზებს.

კოვიდ-სერტიფიკატის არ მქონე პირებისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვებს აწესებს პაკისტანი, ამასთანავე, აცრა სავალდებულო გახდება საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის და ვაქცინის არ გაკეთების შემთხვევაში ისინი 31 აგვისტოდან სამთავრობო შენობებში, სკოლებში, რესტორნებსა და სავაჭრო ცენტრებში აღარ დაიშვებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი