ხოზრევანიძეების 11 წევრიანი ოჯახი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციას ითხოვს - აქცია ხელვაჩაურის მერიასთან

29 ივლისი 2021, 12:19 1025 ნახვა

თამაზ ხოზრევანიძის, სოციალურად დაუცველი, 11 წევრიანი ოჯახი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციას და სამშენებლო მასალას ითხოვს.

ამბობს, რომ აღნიშნული მოთხოვნით ხელვაჩაურის მერიას, არაერთხელ მიმართა, ჰქონდა მერთან შეხვედრის მცდელობებიც, თუმცა უშედეგოდ.

მისივე თქმით, გასულ წელს, წინასაარჩევნოდ მას სამშენებლო მასალას დაპირდნენ, თუმცა მას შემდეგ რაც ოპოზიციის მიმართ კეთილგანწყობა დააფიქსირა უარი უთხრეს.

დღეს ხოზრვენიძეების ოჯახმა მერიის ეზოში აქცია-პერფომანსი გამართა, მათ ხელში საკუთარი ავარიული სახლისა და მერის საცხოვრებელი სახლის ფოტოები ეჭირათ და მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. თუმცა ჯუმბერ ვარდმანიძე ადგილზე არ დახვდა.

ხოზრვანიძეების პროტესტს შეუერეთდნენ ენმ-ს-წევრებიც.

ჯუმბერ ვარდმანიძემ აჭარის მაუწყებელთან განაცხადა, რომ ის მოქალაქეებს ორშაბათობით ხვდება. მისივე თქმით ინფრასტრუქტურული სამუშაოების გასაცნობად იმყოფებოდა და ხოზრევანიძეებს ადგილზე ამ მიზეზით არ დახვდა. რაც შეეხება ოჯახის პრეტენზიებს, უსაფუძვლოს უწოდებს, ამბობს, რომ მათ არაერთხელ შეხვდა და დახმარებაც გაეწია. მისივე განცხადებით, ის ოჯახის მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გაეცნობა.

 

 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში