ვისი საქმეა რეგულაციების დაცვა-კონტროლი

28 ივლისი 2021, 19:56 2190 ნახვა

თუ მოქალაქეები რეგულაციებს დაიცავენ ქვეყანა მძიმე ე.წ „ლოქდაუნზე“ აღარ წავა და ქვეყნის ეკონომიკა კვლავ კრიზისში არ აღმოჩნდება. - ასეთია დაპირებები ამ დროისთვის. როგორც სპეციალისტები ამბობენ, მთავარი ახლა, თვითშეგნება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა. როგორ ითვალისწინებენ ამ ყველაფერს ადამიანები ? ჩვენი გადამღები ჯგუფი მოძრაობდა ქუჩებში, იყო სავაჭრო და კვების ობიექტებში და ვიკითხეთ არის თუ არა გასამკაცრებელი კონტროლი, კრიტიკული ეპიდვითარების ფონზე - პასუხი ამ კითხვაზე ყველას - კი - აქვს. ამბობენ, რომ რეგულაციებს იცავენ  დარბაზებშიც, ქორწილებსა თუ ქელეხებში მასობრივი შეკრებების დროს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი