ბათუმის მერიის თანამშრომლები ვაქცინაციის პროცესში  

28 ივლისი 2021, 14:12 568 ნახვა

Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ბათუმის მერიისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების წარმომადგენლები აქტიურად იცრებიან - ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ,,სინოფარმის“ ვაქცინა ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელთა ნაწილმა უკვე გაიკეთა. ვაქცინაციის პროცესი კი დღესაც გრძელდება. 

 იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარინე ზანაქიძე ესწრებოდნენ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, აჭარაში ვაქცინაციას 13 დაწესებულებაში 28 ბრიგადა ახორციელებს, 

''ეტაპობრივად ხდება ორგანიზაციების ვაქცინაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვაქცინაცია პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. ეს არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა.  ვიცავთ არა მხოლოდ ჩვენს თავს, არამედ ჩვენი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მოგეხსენებათ, ძალიან დიდი მაჩვენებელია ბავშვთა ინფიცირების და ჩვენ ვაქცინაციის საშუალებით უნდა დავიცვათ გარშემომყოფები'' - განაცხადა მარი ზანაქიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში