სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახის მოთხოვნა

26 ივლისი 2021, 17:45 1156 ნახვა

ზედა თხილნარში მცხოვრები ცეცხლაძეების სოციალურად დაუცველი ოჯახი სტიქიის შედეგად დაზიანებულ გაზის მრიცხველის მონტაჟს ითხოვს. 12 წევრიანი ოჯახს სამი თვეა ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.  ამბობენ, რომ  300 ლარიან მრიცხველს ვერ შეიძენენ, დახმარებისთვის გაზის მიმწოდებელ კომპანიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშდეგოდ.  სოკარ ჯორჯიაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ ოჯახს მეწყერმა მრიცხველთან ერთად გაზის მილებიც დაუზიანა. კომპანიას კი საკუთარი ხარჯებით მრიცხველის და მილების მონტაჟის უფლება არ აქვს. ცეცხლაძეების სახლთან მეწყრული პროცესი მარტში გააქტიურდა, ოჯახს გეოლოგიური დაკვნაც აქვს, სადაც აღნიშნულია, რომ დამეწყრილ ტერიტორიაზე ფერდსამაგრი სამუშაოების განხორციელბაა აუცილებელი. მანამდე კი ოჯახი უსაფრთხო ადგილასაა გადასაყვანი, თვითმმართველობამ კი ქირისთვის 300 ლარიანი კომპენსაცია შესთავაზა, თუმცა ამბობენ, რომ ალტერნატიული ფართი ამ თანხით ვერ იპოვეს და ცხოვრებას სტიქიის ზონაში აგრძლებენ.  ხელვაჩაურის მერიაში საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს,  პირად საუბარში განგვიმარტეს რომ დამეწყრილ ტერიტორიებზე ფერდსამაგრი სამუშაოები დაგეგმილია,  თუმცა როდის, უცნობია.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში