დღეს ქობულეთში პირველად, ფაიზერით ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. მუნიციპალიტეტის ორი სამედიცინო დაწესებულება "ქობულეთის რეგიონული საავადმყოფო" და "ქობულეთის სამედიცინო ცენტრი" დღის განმავლობაში მომსახურებას 300-მდე პირს გაუწევს. თითოეულ დაწესებულებაში ორ-ორი ამცრელი კაბინეტი ფუნქციონირებს.
საყოველთაო ვაქცინაციის ფარგლებში, ბათუმშიც გაიზარდა იმ კლინიკების რაოდენობა, რომლებიც განახორციელებენ მოქალაქეების "ფაიზერით" ვაქცინაციას. ჩამონათვალს დაემატა "ევექსისი ჰოსპიტლები - "ბათუმის რეფერალური საავადმყოფო", "საზღვაო ჰოსპიტალი" და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი "მედცენტრი".
იმუნიზაციის პროცესი გრძელდება ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში. ბათუმში "ფაიზერით" ვაქცინაცია 4 კლინიკაში ჩატარდება.
ჯამში, 6 კლინიკაში19 ამცრელი კაბინეტი ფუნქციონირებს.