მთავრობა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას იწყებს - ლევან დავითაშვილი

26 ივლისი 2021, 12:16 1398 ნახვა

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მთავრობა მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენაში დაემხარება.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, სასოფლო სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველებს, 1 სექტემბრიდან განცხადების სამინისტროში შეტანა შეეძლებათ.

მისივე განცხადებით, პროგრამაში მონაწილეობის მიღება ყველას შეეძლება და შერჩევისას მნიშვნელობა განაცხადების რიგითობას მიენიჭება.

მინისტრის განმარტებით, მოთხოვნიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობამ 10 წლიან გეგმაშიც გაითვალისწინა, რომ ყოველწლიურად იქნება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაფინანსება, იმისთვის, რომ დეფიციტი, რომელიც ქვეყანაში ჩამოყალიბდა ამ კუთხით აღმოიფხვრას და სოფლის მეურნეობა მეტად განვითარდეს.

"პირველი სექტემბრიდან ვიწყებთ განაცხადების მიღებას 50 მილიონიან პროგრამაზე. ეს იქნება უპრეცენდენტოდ დიდი დახმარება ჩვენი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის, იმისთვის, რომ მათ შეიძინონ თანამედროვე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. აქ გვექნება საგრანტო თანადაფინანსება, რომელიც იქნება 35%-ის ოდენობით და გვექნება რამდენიმე კატეგორია გამოყოფილი: ჩვენ გვექნება მცირე მექანიზაციით დაფინანსების საშუალება ანუ 20 000 ლარამდე ტექნიკის, ასევე საშუალო ფასის მექანიზაციის 20 000-დან 100 000 ლარამდე ტექნიკის და ასევე მსხვილი 100 000-ზე მეტი ღირებულების ტექნიკის შემთხვევაში.

ეს არის საგრანტო თანადაფინანსება, შესაბამისად ამ თანხის დაბრუნება მათ არ მოუწევთ, ხოლო დანარჩენი ნაწილის დაფინანსება მათ შეუძლიათ არსებული პროექტების ფარგლებში: ჩვენ გვაქვს აგროლიზინგი, შეღავათიანი აგროკრედიტი, რომლებიც შეღავათიანი პირობებით საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას ითვალისწინებს"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით,  100 მლნ ლარზე მეტი, ახალი ტექნიკის შეძენას შეძლებენ, რაც სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი