ლექსო ლაშქარავაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ

25 ივლისი 2021, 12:23 865 ნახვა

ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ ერთ პირს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.

დაკავებულს ორგანიზაცია "სირცხვილიას" ოფისში "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავებიან. გ.გ-მ  "ტვ პირველის" ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი