''ნაციონალური მოძრაობის'' წევრს რეზო ხარაზს პოლიცია წვრილმან ხულიგნობას ედავება. საუბარია 12 ივლისის აქციაზე, რა დროსაც აჭარის მთავრობის სახლთან ოპერატორ ლექსო ლაშქარავას მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობდა. ნაციონალური მოძრაობის წევრმა რეზო ხარაზმა განმარტა რომ ბრალდებას არ იცნობს და ადვოკატის ასაყვანად თუ მტკიცებულებების სანახავად პროცესის გადადება მოითხოვა.
პოლიციელმა, რომელიც დაკავებულის ბრალმდებლად იყო წარმოდგენილი პროცესზე განაცხადა რომ ეს საქმის გაჭიანურების მცდელობაა.შუამდგომლობა მოსამართლე დავით კეკენაძემ გაითვალისწინა და პროცესი 28 ივლისამდე გადაიდო. ხარაზი საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ფიქრობს, რომ მმართველი გუნდი ამ მეთოდით მის გაჩუმებას ცდილობს.