ბათუმში, ე.წ. შანხაის დასახლებაში სოციალური სახლი აშენდება - არჩილ ჩიქოვანი

23 ივლისი 2021, 18:39 1913 ნახვა

ბათუმში, ე.წ. შანხაის დასახლებაში სოციალური სახლი აშენდება. ამის შესახებ აჭარის მთავრობის სხდომაზე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სოციალური სახლის მშენებლობისა და ურეხის ხანდაზმულთა ღამის თავშესაფრის რეკონსტრუქცია-ადაპტაციისთვის ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების დაფინანსება 628 ათას 200 ლარით გაიზარდა და ჯამში 16 მილიონ 791 ათას 100 ლარს შეადგენს.

ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტი 46 მილიონ 807 ათას 300 ლარით გაიზარდა, საერთო ჯამში კი ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 237 მილიონ ლარს შეადგენს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში