„ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დღეს განახლდება - ჯანდაცვის მინისტრი

23 ივლისი 2021, 14:18 1532 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დღეს განახლდება რეგისტრაცია "ფაიზერის" მეორე დოზებზე. 

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მსურველებს საშუალება ექნებათ 14 აგვისტოს ჩათვლით დაჯავშნონ მათთვის სასურველი თარიღი.

მისივე განმარტებით, "ფაიზერის" ვაქცინის მეორე დოზის მიღებაზე რეკომენდაცია არის 21 დღე.

"მოგმართავთ თხოვნით, "ფაიზერის" ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეებმა რეგისტრაცია განახორციელოთ 24 ივლისის 12:00 საათამდე, სხვა შემთხვევაში მათი რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად იმავე კლინიკაში სადაც მათ მიიღეს მომსახურება პირველი დოზის მიღებისას, თუმცა მათ სასურველი თარიღის და კლინიკის შეცვლა შემდგომაც შეეძლებათ, უბრალოდ ცოტა მოგვიანებით"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, მალე დაანონსდება თუ როდის დაიწყება დამატებით "ფაიზერის" პირველ დოზებზე რეგისტრაცია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი