თეა წულუკიანს მთავარი არხისთვის მიკროფონი არ დაუბრუნებია

23 ივლისი 2021, 11:39 1366 ნახვა

თეა წულუკიანის მიერ მთავარი არხის ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის ფაქტი შეაფასეს პარლამენტში. კულტურის მინისტრის ქმედებას ზღვარ გადასულს უწოდებენ ოპოზიციონერი დეპუტატები.

განმარტავენ, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს ჟურნალისტების  შეკითხვებზე პასუხი არ აქვთ, და ასე სწორედ ამიტომ იქცევიან. გუშინ ზუგდიდში, თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი იმ დროს წაართვა, როცა თეატრის გახსნის ღონისძიებაზე ჟურნალისტმა მასთან კითხვის დასმა სცადა.  

ემა გოგოხიამ პოლიცია გამოიძახა, თუმცა მიკროფონი მინისტრმა არ დააბრუნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი