თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა

22 ივლისი 2021, 11:46 862 ნახვა

პროკურატურამ  ქართველი ემიგრანტების ფეისბუქ გვერდებზე  უნებართვო შეღწევების და თანხების თაღლითურად დაუფლების  ფაქტებზე  6  პირს  ბრალი  წარუდგინა. ბრალდებულებმა უცხოეთში სამუშაოდ მყოფი, საქართველოს 7 მოქალაქის „ფეისბუქ“ გვერდებზე უნებართვოდ შეაღწიეს.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათი სახელით დაუკავშირდნენ როგორც საზღვარგარეთ სამუშაოდ მყოფ, ასევე, საქართველოში მცხოვრებ მათსავე მეგობრებს, რომლებსაც ონლაინ-კაზინოსა და სწრაფი გზავნილის ანგარიშებზე სხვადასხვა ოდენობის თანხები მოტყუებით ჩაარიცხინეს. 

ბრალდებულები, თაღლითური გზით, 14 დაზარალებულის  კუთვნილ 10 500 ლარს დაეუფლნენ.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში